დეპრესია მოზარდებში

დეპრესია უმეტეს შემთხვევაში მოზარდობის ასაკში იჩენს თავს და თუ ამას ყურადრება არ მიექცა შესაძლოა სავალალო შედეგამდეც მივიდეს ადამიანი, მაგალითად სუიციდამდე. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მისი მკურნალობა, როგორც ფსიქოლოგთან ვიზიტების სახით ასევე ანტიდეპრესანტების სახით.

Thursday, August 6, 2009

დეპრესია

დეპრესია ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ზეწოლას, დათრგუნვას ნიშნავს. ეს არის სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია გუნება-განწყობის დაქვეითება (ჰიპოთიმია), ინტელექტუალური და მოტორული ფუნქციების შეკავება, ვიტალური (სასიცოცხლო) სურვილების დაქვეითება, საკუთარი თავისა და გარემომცველ სინამდვილეში საკუთარი მდგომარეობის პესიმისტური შეფასება. მას, როგორც წესი, თან სდევს სომატურ-ნევროლოგიური დარღვევები. დეპრესიისთვის დამახასიათებელია ისეთი კოგნიტიური თვისებები, როგორიც არის საკუთარი პიროვნების, გარესამყაროსა და მომავლის უარყოფითი, გამანადგურებელი შეფასება. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ემოციური სფეროს დარღვევებს უკავშირდება. ასეთ დაავადებებს თანამედროვე კლასიფიკაციაში გუნება-განწყობის ან ემოციური სფეროს დარღვევების სახელით მოიხსენიებენ. ეს იმით არის განპირობებული, რომ, შიზოფრენიისგან განსხვავებით, რომლის ერთ-ერთ ადრეულ და უმნიშვნელოვანეს სიმპტომს აზროვნების დარღვევა წარმოადგენს, გუნება-განწყობის დარღვევისას აღინიშნება გრძნობით-ემოციური სფეროს დათრგუნვა. ნორმალური ფსიქიკის ადამიანი გარემოში მიმდინარე ცვლილებებს რეალისტურად აღიქვამს, ახდენს მათ ობიექტურ შეფასებას და ადეკვატურად იქცევა. როდესაც ემოციური სფეროს განმსაზღვრელი მექანიზმები ნორმალურად არ ფუნქციონირებს, ადამიანი სწყდება რეალობას, ობიექტურად ვეღარ აფასებს გარემოს და ვეღარც ადეკვატურ ქცევას განახორციელებს. გარემოში მიმდინარე ცვლილებების მცდარი, არარეალისტური შეფასება შესაძლოა აღმატებული გუნება-განწყობის (მანიის) ან უიმედობის (დეპრესიის) მიზეზად იქცეს.

გამოყენებული მასალები:
1. ფოტო: www.vivo.sk
2. ფსიქოლოგიური ენციკლოპედია

Wednesday, August 5, 2009

დეპრესიის გამომწვევი მიზეზები

მოზარდებში დეპრესიის გამომწვევი მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს როგორც : ბიოლოგიური ფაქტორები, გენეტიკური ფაქტორები, ასევე : კულტურული და ისტორიული ასპექტები, ფიზიკური განვითარება, ახალ გარემოსთან ადაპტაცია, კოგნიტური განვითარება, საკუთარი თავის შეცნობა, იდენტურობის შეცნობა და სხვა

გამოყენებული მასალები:
1. ჩანაწერები რ.კორინთელის სემინარებიდან
2. ფსიქოლოგიური ენციკლოპედია

მშობლის როლი დეპრესიის დროს

როდესაც მოზარდი დეპრესიაში არის ან მის წინარე პერიოდშია აუცილებელია მშობელმა ეს შეამჩნიოს მოზარდს და საჭირო ზომები მიიღოს. აუცილებელია ასეთ დროს მშობლის ან მშობლების გვერდზე დგომა და მოზარდის გამხნევება, მაგრამ ხშირია მხოლოდ ერთი მშობლის მონაწილეობა დეპრესიის გადალახვის გზების პოვნაში, რადგან მოზარდი ხშირ შემთხვევაში თავისივე სქესის წარმომადგენელ მშობელს უფრო მეტად ენდობა ასეთ შემთხვევებში. აუცილებელია მშობელი დაინტერესდეს იმ პრობლემებით რაც ბავშვს აწუხებს, შეეცადოს დაეხმაროს მას და მიმართოს ფსიქოლოგს კონსულტაციისათვის, რათა უკეთ გაერკვეს დეპრესიული სინდრომის ხასიათში, შემდგომ კი თავად მოზარდი დაარწმუნოს ფსიქოლოგთან კონსულტაციების საჭიროებაში და და დახმარების ხელი გაუწოდო.

გამოყენებული მასალები:
1. ”რჩევები მშობლებს” - ჯანა კახიანი
2. ჩანაწერები რ. კორინთელის სემინარებიდან
3. ფოტო: www.google.com

დეპრესიის მკურნალობის გზები

დეპრესია XXI საუკუნის დაავადებაა, ანტიდეპრესანტები კი XXI საუკუნის წამალია.
დეპრესიის მკურნალობა ანტიდეპრესანტებით - ხანგრძლივობა 4-დან 1 წლამდეა, ხშირად საზოგადოების ნაწილი ანტიდეპრესანტებისადმი უნდობლობასა და შიშს ამჟღავნებს, რადგან მათი აზრით ისინი იწვევენ მიჩვევას, მაგრამ მათ მცდარი შეხედულება აქვთ, რადგან მიჩვევას იწვევს ტრანკვილიზატორები, ხოლო ანტიდეპრესანტები მხოლოდ კურნავენ ადამიანს.
რაც შეეხება დეპრესიის მკურნალობას მოზარდებში: უპირველესი მკურნალი დეპრესიისა არის ახლობლების გვერდში დგომა, შემდგომ კი ფსიქოლოგთან ვიზიტი.

გამოყენებული მასალები:
1. ფსიქოლოგიური ენციკლოპედია
2. ფოტო: www.google.com

დეპრესიის კლინიკური ნიშნები

დეპრესიული სინდრომი სხვადასხვა ფუნქციურ სფეროში ვლინდება:
1. ფსიქიკური სიმპტომები: დათრგუნვა, გადაწყვეტილებების იღების უუნარობა, აზროვნების შენელება, აპათია, ან შინაგანი ღელვა, შიში, სევდიანი აზრები, გრძნობების დაკარგვა, შინაგნი სიცარიელე.
2. ფსიქომოტორული სიმპტომები: შებოჭილობა, ემოციების გამოხატვის დაქვეითება ან პირიქით ღელვა, მოუსვენრობა, კომპულსიური ნაკლებად ეფექტური მოქმედება და საქმიანობა.
3. ფსიქოსომატური სიმპტომები: სასიცოცხლო გრძნობების დარღვევა (ფიზიკური სისუსტე, მხნეობის არარსებობა )
4.ვეგეტატური დარღვევები ვიწრო გაგებით: თავბრუსხვევა,გულის რითმის დარღვევა, პირის სიმშრალე, ყაზბობა, სუნთქვის მოშლა.
5. ვეგეტატიური დარღვევები ფართო გაგებით:ძილის რეჟიმის დარღვევა,ტკივილის, მოჭერის, სიცივის შეგრძნება, მადის და წონის დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, იმპოტენცია.
დეპრესიული მოზარდი გამოირჩევა ტიპიური გარეგნობით: მთლიანად მოუწესრიგებელია, მოუვლლია, შეცვლილია გამომეტყველება: დაშვებულია ტუჩის კუთხეები, შუბლი შეჭმუხნულია, მზერა ჩამქრალი, ქუთუთოები დამძიმებული, იშვიათად ახამხამებს თვალებს, მხრები ჩამოვარდნილია, თავჩაქინდრული და თვალები დახრილია, ჟესტიკულაცია მინიმუმამდეა დაყვანილი, ზოდჯერ კი, სრული ანიმია, მიუხედავად ღრმა დეპრესიისა ზოგი ადამიანი სახეზე ღიმილს ინარჩუნებს- მომღიმარი- ანუ ირონიული დეპრესია. ასევე დეპრესიის დროს ხშირია თავბრუსხევისა და გულისრევის შეგრძნება, ანორექსია და ასევე ბულემია, ლუკმის გაჩხერის შეგრძნება, კანკალი,შიში, შფოთვა, ასევე თვითრწმენისა და თვითშეფასების დაქვეითება, ხშირად დეპრესიულ მოზარდებში თავს იჩენს მავნე ჩვეულებების საწყისი ეტაპები, მაგალითად თამბაქოსა და ნარკოტიკულ ნივთიერებისადმი სწრაფვა, აკვიატებული აზრები თვითმკვლელობის შესახებ.

გამოყენებული მასალები:
1. ფსიქიტრია - ა.ზურაბიშვილი
2. გედლაინი გრძნობად-ემოციურ დრღვევებზე
3. www.med.ge
ვიდეო მასალა: www.youtube.com

რატომ ხდება მოზარდი დეპრესიული

მოზარდის დეპრესიულობა ხშირი მოვლენა...უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს მოზარდის დეპრესიულობას, ხშირ შემთხვევაში კი მოზარდის დეპრესიულობას განაპირობებს, სოციალური გარემო და გარდატეხის ასაკი. ამ პერიოდში მოზარდისათვის დამახასიათებელია სწრაფი ფიზიკური განვითარება. ფიზიკური განვითარება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და ცვლილებებიც სერიოზულია. ამ პერიოდის სერიოზული პრობლემა არის საკუთარ თავის-იდეალთან შედარება, ასევე ოჯახური კონფლიქტები, ხშირია მშობლებთან და უფროსებთან კონფლიქტი, იმის გამო რომ შენიშვნებს აგარ ითვალისწინებენ, თავს როგორც დიდად ისე თვლიან და მათთვის შენიშვნაც კი მტკივნეულია, . ამ პერიოდში თავს იჩენს თვითდამკვიდრების სურვილი, სურთ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდნენ. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გარეგნულ იერსახეს, მათთვის მცირედი ცვლილებაც და სულ პატარა მიზეზმაც კი მოზარდი საკუთარ თავში ჩაკეტოს, რაც მომავალში დეპრესიაში გადაიზარდება.

გამოყენებული მასალები:
1. ბავშვის ფსიქოლოგია - მ.ყოლბაია
2. ჩანაწერები რ.კორინთელის სემინარებიდან

Saturday, July 25, 2009

დეპრესია XXI საუკუნის დაავადება

დეპრესია XXI საუკუნის დაავადებაა. მსოფლიოში მოსახლეობის 5% დაავადებულია დეპრესიით. ამჟამად საზოგადოების მიერ გაწეული მატერიალური დანახარჯების მიხედვით, დეპრესია დაავადებათა შორის მესამე ადგილზეა, საერთო სამედიცინო პრაქტიკაში მისი სიხშირე 20-30%-ს აღწევს, მაშინ როდესაც XX საუკუნის დასაწყისში 2-3%-ს აღემატებოდა
ყოველი მერვე ადამიანი ანუ საერთო პოპულაციაა-15% ცხოვრებაში ერთხელ მაინც საჭიროებს ანტიდეპრესანტებით მკურნალობას დეპრესიის გამო, აქედან მხოლოდ 1/3 აკითხავს პსიქიატრს ან ფსიქოლოგს
აქედან მხოლოდ 1/4-ში ხდება სწორი დიაგნოსტირება და ინიშნება ადეკვატური მკურნალობა
აქედან 50% ამა თუ იმ მიზეზით წყვეტს მკურნალობას.
დიდი დეპრესიის დროს სუიციდის შემთხვევა 15-20%-ია, რაც 20%-ით უფრო მაღალია ვიდრე მთლიანი პოპულაცია
პირველი დეპრესიული ეპიზოდის შემდგომ 5-10%-ში დეპრესია ირებს ქრონიკულ ხასიათს.
დეპრესიის დროს გენდერული ბალანსი დარღვეულია, რადგან ქალთა რაოდენობა 2-ჯერ აღემატება დეპრესიაში მყოფ მამაკაცთა რაოდენობას.