დეპრესია მოზარდებში

დეპრესია უმეტეს შემთხვევაში მოზარდობის ასაკში იჩენს თავს და თუ ამას ყურადრება არ მიექცა შესაძლოა სავალალო შედეგამდეც მივიდეს ადამიანი, მაგალითად სუიციდამდე. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მისი მკურნალობა, როგორც ფსიქოლოგთან ვიზიტების სახით ასევე ანტიდეპრესანტების სახით.

Saturday, July 25, 2009

დეპრესია XXI საუკუნის დაავადება


დეპრესია XXI საუკუნის დაავადებაა. მსოფლიოში მოსახლეობის 5% დაავადებულია დეპრესიით. ამჟამად საზოგადოების მიერ გაწეული მატერიალური დანახარჯების მიხედვით, დეპრესია დაავადებათა შორის მესამე ადგილზეა, საერთო სამედიცინო პრაქტიკაში მისი სიხშირე 20-30%-ს აღწევს, მაშინ როდესაც XX საუკუნის დასაწყისში 2-3%-ს აღემატებოდა
ყოველი მერვე ადამიანი ანუ საერთო პოპულაციაა-15% ცხოვრებაში ერთხელ მაინც საჭიროებს ანტიდეპრესანტებით მკურნალობას დეპრესიის გამო, აქედან მხოლოდ 1/3 აკითხავს პსიქიატრს ან ფსიქოლოგს
აქედან მხოლოდ 1/4-ში ხდება სწორი დიაგნოსტირება და ინიშნება ადეკვატური მკურნალობა
აქედან 50% ამა თუ იმ მიზეზით წყვეტს მკურნალობას.
დიდი დეპრესიის დროს სუიციდის შემთხვევა 15-20%-ია, რაც 20%-ით უფრო მაღალია ვიდრე მთლიანი პოპულაცია
პირველი დეპრესიული ეპიზოდის შემდგომ 5-10%-ში დეპრესია ირებს ქრონიკულ ხასიათს.
დეპრესიის დროს გენდერული ბალანსი დარღვეულია, რადგან ქალთა რაოდენობა 2-ჯერ აღემატება დეპრესიაში მყოფ მამაკაცთა რაოდენობას.


გამოყენებული მასალები:
1. ფსიქოლოგიური ენციკლოპედია

დეპრესია




დეპრესია ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ზეწოლას, დათრგუნვას ნიშნავს. ეს არის სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია გუნება-განწყობის დაქვეითება (ჰიპოთიმია), ინტელექტუალური და მოტორული ფუნქციების შეკავება, ვიტალური (სასიცოცხლო) სურვილების დაქვეითება, საკუთარი თავისა და გარემომცველ სინამდვილეში საკუთარი მდგომარეობის პესიმისტური შეფასება. მას, როგორც წესი, თან სდევს სომატურ-ნევროლოგიური დარღვევები. დეპრესიისთვის დამახასიათებელია ისეთი კოგნიტიური თვისებები, როგორიც არის საკუთარი პიროვნების, გარესამყაროსა და მომავლის უარყოფითი, გამანადგურებელი შეფასება. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ემოციური სფეროს დარღვევებს უკავშირდება. ასეთ დაავადებებს თანამედროვე კლასიფიკაციაში გუნება-განწყობის ან ემოციური სფეროს დარღვევების სახელით მოიხსენიებენ. ეს იმით არის განპირობებული, რომ, შიზოფრენიისგან განსხვავებით, რომლის ერთ-ერთ ადრეულ და უმნიშვნელოვანეს სიმპტომს აზროვნების დარღვევა წარმოადგენს, გუნება-განწყობის დარღვევისას აღინიშნება გრძნობით-ემოციური სფეროს დათრგუნვა. ნორმალური ფსიქიკის ადამიანი გარემოში მიმდინარე ცვლილებებს რეალისტურად აღიქვამს, ახდენს მათ ობიექტურ შეფასებას და ადეკვატურად იქცევა. როდესაც ემოციური სფეროს განმსაზღვრელი მექანიზმები ნორმალურად არ ფუნქციონირებს, ადამიანი სწყდება რეალობას, ობიექტურად ვეღარ აფასებს გარემოს და ვეღარც ადეკვატურ ქცევას განახორციელებს. გარემოში მიმდინარე ცვლილებების მცდარი, არარეალისტური შეფასება შესაძლოა აღმატებული გუნება-განწყობის (მანიის) ან უიმედობის (დეპრესიის) მიზეზად იქცეს.